-
ეფოდი (I)წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მიუხედავად იმისა, რომ გედეონმა ეფოდი კარგი განზრახვით, იეჰოვას მიერ ისრაელისთვის ბოძებული გამარჯვების უკვდავსაყოფად და ღვთის განსადიდებლად გააკეთა, „მახედ ექცა ის გედეონსა და მის სახლეულობას“, რადგან ისრაელები გარყვნილებას სჩადიოდნენ ეფოდთან ანუ ეთაყვანებოდნენ მას (მსჯ. 8:27). თუმცა ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რომ ამაში გედეონიც მონაწილეობდა. მოციქული პავლე მას სახელით მოიხსენიებს ქრისტიანობამდე მცხოვრებ იეჰოვას ერთგულ მოწმეთა „დიდ ღრუბელში“ (ებ. 11:32; 12:1).
-
-
გედეონიწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
ეფოდი. მადლიერმა ისრაელებმა სთხოვეს გედეონს, რომ ის და მისი ოჯახი მათი მმართველები გამხდარიყვნენ. მაგრამ გედეონს ესმოდა, რომ ისრაელის კანონიერი მეფე იეჰოვა იყო და არ დაჰყვა მათ თხოვნას. მან შესთავაზა ისრაელებს, შეეწირათ ნადავლად წამოღებული ოქროს სამკაულები. ხალხის მიერ შეწირული ცხვირის რგოლები 1 700 შეკელს იწონიდა ($218 365). ამ ოქროთი გედეონმა დაამზადა ეფოდი და ოფრაში გამოფინა. „გარყვნილებას სჩადიოდა მთელი ისრაელი ეფოდთან და მახედ ექცა ის გედეონსა და მის სახლეულობას“. უეჭველია, გედეონს სუფთა მოტივი ამოძრავებდა, მაგრამ ხალხის მთელი ყურადღება იეჰოვას წმინდა კარვის ნაცვლად ეფოდზე გადავიდა. მისი მოქმედებების შედეგი ძალიან განსხვავდებოდა მისი ჩანაფიქრისგან (მსჯ. 8:22—27; იხ. ეფოდი (I)).
-