-
„საგულდაგულოდ უქადაგებდა“საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
-
-
„უქადაგებდა მათ ღვთის სამეფოზე“ (საქმეები 28:30, 31)
19. შინაპატიმრობისას როგორ იყენებდა პავლე თავის შესაძლებლობას?
19 ლუკა თხრობას დადებით სულში ამთავრებს: „პავლე ორი წელი ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა და ყველას გულთბილად იღებდა; უქადაგებდა მათ ღვთის სამეფოზე და გაბედულად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე“ (საქ. 28:30, 31). პავლე სტუმართმოყვარეობის, რწმენისა და გულმოდგინების არაჩვეულებრივი მაგალითია!
20, 21. ვისთვის აღმოჩნდა კურთხევა პავლეს რომში მსახურება?
20 ერთ-ერთი, ვინც პავლემ გულთბილად მიიღო, კოლოსედან გაქცეული მონა ონისიმე იყო. პავლეს ქადაგების წყალობით ონისიმე ქრისტიანი გახდა, მოგვიანებით კი მოციქულმა ის „ერთგულ და საყვარელ ძმად“ და თავის შვილად მოიხსენია (კოლ. 4:9; ფლმ. 10—12). პავლესთვის გამამხნევებელი იქნებოდა ონისიმესთან ურთიერთობა.a
21 პავლეს მაგალითი სხვებისთვისაც გამამხნევებელი აღმოჩნდა. ფილიპელებს მან მისწერა: „ყველაფერი, რაც თავს გადამხდა, სასიხარულო ცნობის გავრცელებას მოემსახურა; ქრისტეს გამო ჩემი დაპატიმრების შესახებ მთელმა პრეტორიულმა გვარდიამ გაიგო, და არა მარტო მათ. ძმების უმრავლესობას ჩემმა ბორკილებმა გაბედულება შემატა და უშიშრად და უფრო მეტი შემართებით აუწყებენ ღვთის სიტყვას“ (ფილ. 1:12—14).
-
-
„საგულდაგულოდ უქადაგებდა“საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
-
-
25, 26. რა საოცარი წინასწარმეტყველების შესრულება იხილა პავლემ დაახლოებით 30 წელიწადში და როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დროში?
25 შინაპატიმრობაში მყოფი მოციქული „უქადაგებდა . . . ღვთის სამეფოზე“ ყველას, ვინც მას სტუმრობდა. როგორ გამამხნევებლად მთავრდება „საქმეების“ წიგნი! პირველ თავში წავიკითხეთ დავალება, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს მისცა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). ამ სიტყვების თქმიდან 30 წელი არც კი იყო გასული, როცა „ყველა ხალხს ცისქვეშეთში“ ნაქადაგები ჰქონდა სამეფოს ცნობა (კოლ. 1:23).d ეს ღვთის სულის ძლიერების საუკეთესო მაჩვენებელი იყო! (ზაქ. 4:6).
-