-
ცოდვაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
მოგვიანებით ცოლის შემოთავაზებული ხილი ადამმაც ჭამა. პავლე მოციქულის ნათქვამის თანახმად, კაცის ცოდვა ქალის ცოდვისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მაცდურს ადამი არ შეუყვანია შეცდომაში, რადგან ადამს არ დაუჯერებია სატანის სიტყვები, რომ აკრძალული ხილის ჭამისთვის არ დაისჯებოდა (1ტმ. 2:14). აქედან გამომდინარე, ადამმა ნაყოფი ცოლის ხათრით ჭამა. მან ღვთის ხმას კი არა, „ცოლი ხმას“ მოუსმინა (დბ. 3:6, 17). ადამი ცოლის და, შესაბამისად, ღვთის მოწინააღმდეგის ნება-სურვილს დაჰყვა. ის „მიზანს ასცდა“ — არ მოიქცა ისე, როგორც ღვთის ანარეკლად და მსგავსებად შექმნილ ადამიანს შეეფერებოდა, არ აირეკლა ღვთის დიდება და, ფაქტობრივად, თავისი ზეციერი მამის სახელი დაგმო.
-
-
ცოდვაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
პავლე მოციქული კარგად აკავშირებს პარაბასისს დადგენილი კანონის დარღვევასთან შემდეგ სიტყვებში: „სადაც კანონი არ არის, იქ არც დარღვევაა“ (რმ. 4:15). მაშასადამე, კანონის არარსებობის შემთხვევაში შემცოდველი კანონის დამრღვევად არ ჩაითვლება. ამიტომაც იყენებენ პავლე და სხვა ქრისტიანი მწერლები პარაბასისს (და პარაბატეს, „დამრღვევი“) კანონის კონტექსტში (შდრ. რმ. 2:23—27; გლ. 2:16, 18; 3:19; იაკ. 2:9, 11). ადამს უშუალოდ ღვთისგან ჰქონდა მიღებული ბრძანება და როცა ის უგულებელყო, კანონის დარღვევაში გახდა დამნაშავე. მართალია მოტყუებით, მაგრამ მისი ცოლიც კანონის დარღვევაში გახდა დამნაშავე (1ტმ. 2:14). ანგელოზების მეშვეობით მოსესთვის გადაცემული კანონის შეთანხმება აბრაამისთვის დადებულ შეთანხმებას იმიტომ დაემატა, „რომ ცხადი გაეხადა დარღვევები“, რათა „ყოველივე ცოდვის ქვეშ“ მოემწყვდია. კანონის შეთანხმება ადამის ყველა შთამომავალს, მათ შორის ისრაელებს, ცოდვაში სდებდა ბრალს და ცხადყოფდა, რომ ყველას სჭირდებოდა მიტევება და ხსნა ქრისტე იესოს მეშვეობით (გლ. 3:19—22). ასე რომ, თუ პავლე კვლავ მოსეს კანონს დაუბრუნდებოდა, კანონის დამრღვევი და კანონით მსჯავრდადებული გამოვიდოდა და ამგვარად უკუაგდებდა ღვთის წყალობას, რომელმაც ის იხსნა ამ მსჯავრისგან (გლ. 2:18—21; შდრ. გლ. 3:1—4, 10).
-
-
უზენაესობაწმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
-
-
შემოქმედისა და მზრუნველი ღმერთისადმი მადლიერება და სიყვარული არც ადამმა გამოავლინა. როცა ევა ღმერთს ეურჩა, ადამმა ცოლს აუბა მხარი, ნაცვლად იმისა, რომ თავისი ღვთის ერთგული დარჩენილიყო. როგორც ჩანს, მან დაკარგა ღვთისადმი ნდობა და იმის რწმენა, რომ ღმერთი არაფერს მოაკლებდა თავის ერთგულ მსახურს (შეადარეთ, რა უთხრა იეჰოვამ დავითს ბათ-შებასთან ჩადენილი ცოდვის შემდეგ 2სმ. 12:7—9-ში). ადამი, როგორც ჩანს, გაუნაწყენდა იეჰოვას, რაც მისი სიტყვებიდან გამოჩნდა, როცა ღმერთმა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი მოსთხოვა: „შენ რომ ქალი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც ვჭამე“ (დბ. 3:12). მართალია, ევასგან განსხვავებით ადამს არ დაუჯერებია „გველის“ ნათქვამი, რომ არ მოკვდებოდნენ, მაგრამ ადამმაც და ევამაც შეგნებულად გადადგეს ეს თვითნებური ნაბიჯი და ღმერთს დაუპირისპირდნენ (1ტმ. 2:14).
-