საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lff გაკ. 4
  • ვინ არის ღმერთი?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვინ არის ღმერთი?
  • იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გაიღრმავეთ ცოდნა
  • შეჯამება:
  • გაიგეთ მეტი:
  • რატომ უნდა გამოვიყენოთ ღვთის სახელი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
  • ღვთის სახელი
    გამოიღვიძეთ! — 2017
  • რა ჰქვია ღმერთს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2019
  • ღვთის სახელი — მისი გამოყენება და მნიშვნელობა
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
იხილეთ მეტი
იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
lff გაკ. 4
მე-4 გაკვეთილი — ღამეულ ცაზე ტელესკოპით დანახული ვარსკვლავები და გალაქტიკები

მე-4 გაკვეთილი

ვინ არის ღმერთი?

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

კაცობრიობის დასაბამიდან მოყოლებული ადამიანები უამრავ ღვთაებას სცემენ თაყვანს. თუმცა ბიბლია გვაცნობს ღმერთს, რომელიც „ყველა სხვა ღმერთზე დიდებულია“ (2 მატიანე 2:5). ვინ არის ის და რატომ არის სხვა ღმერთებზე დიდებული? ამ გაკვეთილიდან შეიტყობთ, თუ როგორ გვაცნობს ღმერთი თავის თავს.

1. რა ჰქვია ღმერთს და საიდან ვიგებთ, რომ მას სურს, ვიცოდეთ მისი სახელი?

ღმერთი თავის თავს ბიბლიის მეშვეობით გვაცნობს, სადაც წერია: „მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი“ (წაიკითხეთ ესაიას 42:5, 8). იეჰოვა ღვთის ებრაული სახელია, რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „აქცევინებს“. ღვთის სურვილია, ვიცოდეთ მისი სახელი (გამოსვლა 3:15). საიდან ვიგებთ ამას? ბიბლიაში ღვთის სახელი 7 000-ზე მეტჯერაა მოხსენიებული.a სახელი „იეჰოვა“ ეწოდება „ჭეშმარიტ ღმერთს მაღლა ზეცაში და დაბლა მიწაზე“ (კანონი 4:39).

2. რას გვიმჟღავნებს ბიბლია იეჰოვას შესახებ?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია. ღვთის სიტყვაში ამის რამდენიმე მიზეზია მოყვანილი. მასში წერია, რომ მხოლოდ იეჰოვაა „უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 83:18). იეჰოვას „ყოვლისშემძლეც“ ეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მან შექმნა სამყარო და წარმოშვა სიცოცხლე დედამიწაზე (გამოცხადება 4:8, 11). ის ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს (ფსალმუნი 90:2).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, თუ რა განსხვავებაა ღვთის საკუთარ სახელსა და წოდებებს შორის. იმასაც გაიგებთ, თუ როგორ და რატომ გვიმჟღავნებს ღმერთი თავის სახელს.

ერთი მამაკაცი ღამეულ ცას შესცქერის; ვარსკვლავების ფონზე იკითხება ღვთის სახელი „იეჰოვა“.

3. წოდება ბევრია, საკუთარი სახელი კი — ერთი

ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, რა განსხვავებაა წოდებასა და საკუთარ სახელს შორის; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

ვიდეო: „წოდება ბევრია, სახელი კი — ერთი“ (0:41)

  • რით განსხვავდება წოდება (მაგალითად, „უფალი“) საკუთარი სახელისგან?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ არსებობს მრავალი ღმერთი და უფალი, რომელთაც ხალხი თაყვანს სცემს. წაიკითხეთ ფსალმუნის 136:1—3 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • ვინ არის „უზენაესი ღმერთი“ და „უზენაესი უფალი“?

4. იეჰოვას სურვილია, რომ ის სახელით მოვიხსენიოთ

საიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სურს, ვიცოდეთ მისი სახელი? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

ვიდეო: „აქვს ღმერთს სახელი?“ (ნაწყვეტი) (3:11)

კადრი ვიდეოდან „აქვს ღმერთს სახელი?“ (ნაწყვეტი). მამაკაცი 1611 წელს გამოცემულ „მეფე ჯეიმზის თარგმანში“, ფსალმუნის 83:18-ში, ღვთის სახელს, იეჰოვას, ნახულობს.
  • თქვენი აზრით, სურს ღმერთს, რომ ყველამ იცოდეს მისი სახელი? ახსენით.

თავად ღმერთი გვეუბნება, რომ მნიშვნელოვანია, მას სახელით ვიხსენიებდეთ. წაიკითხეთ რომაელების 10:13 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთის სახელით მოხსენიება?

  • რა გრძნობა გეუფლებათ, როცა სხვებს ახსოვთ თქვენი სახელი და მოგმართავენ სახელით?

  • თქვენი აზრით, რას გრძნობს იეჰოვა, როცა მას სახელით მოიხსენიებთ?

5. იეჰოვას სურს, მას დაუახლოვდეთ

ერთი კამბოჯელი ქალი ღვთის სახელის გაგებამ უზომოდ გაახარა. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

ვიდეო: „ჭეშმარიტ ღმერთს ვეძებდი“ (8:18)

ფოტოკოლაჟი — კადრები ვიდეოდან „ჭეშმარიტ ღმერთს ვეძებდი“: 1) სოტენი ჯუნგლებში ერთი ხის ძირას ზის, ცას შეჰყურებს და ჭეშმარიტ ღმერთს ლოცვით მიმართავს; 2) ჰეროლდი ეუბნება სოტენს, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია.
  • როგორ იმოქმედა სოტენზე ღვთის სახელის გაგებამ?

სანამ ვინმეს დაუმეგობრდები, ჯერ მისი სახელი უნდა გაიგო. წაიკითხეთ იაკობის 4:8ა და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რისკენ მოგიწოდებთ იეჰოვა?

  • როგორ ფიქრობთ, ღვთის სახელის მოხსენიება დაგაახლოებთ ღმერთთან? ახსენით.

ზოგი ამბობს: „მნიშვნელობა არა აქვს, რა სახელით მოიხსენიებ ღმერთს, რადგან ღმერთი ერთია“.

  • გჯერათ, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია?

  • როგორ აუხსნით სხვას, რომ ღმერთს სურს, მას სახელით მივმართოთ?

შეჯამება:

იეჰოვა არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის სახელი. ღმერთთან დასაახლოებლად აუცილებელია მისი სახელის ცოდნა და მოხსენიება.

გასამეორებელი კითხვები:

  • რა განსხვავებაა იეჰოვასა და სხვა ღმერთებს შორის, რომლებსაც ადამიანები თაყვანს სცემენ?

  • რატომ უნდა მოვიხსენიოთ ღმერთი სახელით?

  • საიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სურს, მას დავუახლოვდეთ?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

გაეცანით ღვთის არსებობის დამადასტურებელ ხუთ მტკიცებულებას.

„არსებობს ღმერთი?“ (სტატია ვებგვერდზე)

რატომ არის გონივრული, გვჯეროდეს, რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა?

„ვინ შექმნა ღმერთი?“ („საგუშაგო კოშკი“, 1 აგვისტო, 2014)

გაიგეთ, რატომ უნდა მოვიხსენიოთ ღმერთი სახელით, იმის მიუხედავად, რომ არ ვიცით, ზუსტად როგორ წარმოთქვამდნენ მას ძველად.

„ვინ არის იეჰოვა?“ (სტატია ვებგვერდზე)

აქვს მნიშვნელობა, როგორ მოვიხსენიებთ ღმერთს? წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული სტატია, საიდანაც შეიტყობთ, რომ ღმერთს მხოლოდ ერთი სახელი აქვს.

„რამდენი სახელი აქვს ღმერთს?“ (სტატია ვებგვერდზე)

a მეტი ინფორმაცია რომ მიიღოთ ღვთის სახელის მნიშვნელობისა და იმის შესახებ, თუ რატომ ამოიღეს მთარგმნელებმა ის ბიბლიიდან, იხილეთ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, დანართი ა4.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება