ფსალმუნები 114 როდესაც ისრაელი ეგვიპტიდან გამოვიდა,+იაკობის სახლი — გაურკვევლად მოლაპარაკე ხალხისგან,+ 2 იუდა გახდა მისი წმინდა ადგილი,+ისრაელი — მისი დიდებული სამფლობელო.+ 3 დაინახა ზღვამ და გაიქცა;+მიიქცა იორდანე.+ 4 მთები ვერძებივით აკუნტრუშდნენ,+გორები — ბატკნებივით. 5 რა მოგივიდა, ზღვაო, რომ გაიქეცი,+და იორდანევ, რომ მიიქეცი?+ 6 რა მოგივიდათ, მთებო, ვერძებივით რომ აკუნტრუშდით,+და თქვენ, გორებო — ბატკნებივით?+ 7 მწვავე ტკივილებმა შეგიპყროს უფლის გამო, დედამიწავ,+იაკობის ღვთის გამო, 8 რომელიც ლერწმიან ტბორად აქცევს კლდეს,+კაჟის კლდეს — წყლის წყაროდ.+