28 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ – 3 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ
ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 24
სიმღერა 38 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. შეემზადეთ განსაცდელებთან გასამკლავებლად
(10 წთ.)
გაიღრმავეთ ცოდნა და იცხოვრეთ მიღებული ცოდნის თანახმად (იგავ. 24:5; it „დევნა“ ¶17).
ეცადეთ, არ ამოვარდეთ სულიერი ფორმიდან მაშინაც კი, თუ რაიმე სირთულეს ებრძვით (იგავ. 24:10; w09 12/15 18 ¶12, 13).
იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ფეხზე წამოდგომაში დაგეხმარებათ (იგავ. 24:16; w20.12 15).
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
იგავ. 24:27 – რისი სწავლა შეგვიძლია ამ მუხლიდან? (w09 10/15 12)
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) იგავ. 24:1–20 (th გაკვეთილი 11)
4. საუბრის წამოწყება
(2 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საუბარი მანამ სრულდება, სანამ ქადაგებას დაიწყებ (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 4).
5. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. (lmd გაკვეთილი 3, პუნქტი 4)
6. საუბრის წამოწყება
(3 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. მოსაუბრეს მიაწოდე ინფორმაცია ბიბლიის სასწავლო კურსის შესახებ და გადაეცი ბარათი „ბიბლიის შესასწავლი უფასო კურსი“ (lmd გაკვეთილი 4, პუნქტი 3).
7. მოხსენება
(3 წთ.) lmd დანართი 1, საკითხი 11 – თემა: ბიბლია მოსიყვარულე ზეციერი მამის მიერ ჩვენთვის მოწერილი წერილია (th გაკვეთილი 6)
სიმღერა 99
8. მხარში ამოუდექით ერთმანეთს განსაცდელების დროს
(15 წთ.) განხილვა.
ეპიდემიის, სტიქიური უბედურების, სამოქალაქო არეულობის, ომის ან დევნის გამო ჩვენი ცხოვრება შეიძლება ნებისმიერ მომენტში თავდაყირა დადგეს. ასეთ დროს დაზარალებული და-ძმები მხარში უდგანან ერთმანეთს და ყველაფერს აკეთებენ ერთმანეთის გასამხნევებლად. მათი გასაჭირი ჩვენც მიგვაქვს გულთან ახლოს და ვცდილობთ, რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ მათ (1 კორ. 12:25, 26).
წაიკითხეთ 1 მეფეების 13:6 და იაკობის 5:16ბ. კითხვა აუდიტორიისთვის:
რატომ არის მნიშვნელოვანი, ვილოცოთ და-ძმებისთვის?
წაიკითხეთ მარკოზის 12:42–44 და 2 კორინთელების 8:1–4. კითხვა აუდიტორიისთვის:
შეიძლება ეკონომიურად გვიჭირს და გასაჭირში მყოფი და-ძმების დასახმარებლად ბევრის გაცემის შესაძლებლობა არ გვაქვს. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ შემთხვევაშიც არ შევიკავოთ თავი შესაწირავების გაღებისგან?
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „უხუცესები მხარში ედგნენ თანაქრისტიანებს აკრძალვის დროს“. შემდეგ ჰკითხე:
რა მსხვერპლზე მიდიოდნენ ძმები აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები თანაქრისტიანების დასახმარებლად?
როგორ მიჰყვებოდნენ და-ძმები ებრაელების 10:24, 25-ში ჩაწერილ მითითებას აკრძალვის დროს?
9. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) lfb მოთხრობა 4, 5