ასაფის+ სიმღერა
50 ძლევამოსილი,+ ღმერთი, იეჰოვა+ ლაპარაკობს;+
ის უხმობს დედამიწას+
მზის ამოსავლიდან მის ჩასავლამდე.+
2 სიონიდან — სრულყოფილი მშვენებიდან+ — გამოანათა ღმერთმა.+
3 მოვა ჩვენი ღმერთი და ვერ დადუმდება.+
შთამნთქმელი ცეცხლია მის წინაშე+
და ქარიშხალია მის გარშემო.+
4 ის უხმობს ზევით ზეცას და ქვევით მიწას,+
რათა სამართალი გაუჩინოს თავის ხალხს:+
5 „ჩემთან შეგროვდით, ჩემო ერთგულნო,+
რომლებიც მსხვერპლის წყალობით დებთ შეთანხმებას“.+
6 ზეცა აცხადებს მის სიმართლეს,+
რადგან ღმერთია მოსამართლე.+ სელა.
7 „მომისმინე, ჩემო ხალხო, და გეტყვი,+
შენ წინააღმდეგ დავამოწმებ, ისრაელო.+
მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.+
8 არც მსხვერპლის გამო შეგაგონებ+
და არც მთლიანად დასაწვავი შესაწირავის გამო, რომელიც მუდამ ჩემ წინაშეა.+
9 არ წამოვიყვან შენი სახლიდან ხარს,+
არც შენი ფარეხებიდან — ვაცებს,
10 რადგან ჩემია ტყის ყველა გარეული ცხოველი+
და ყოველი პირუტყვი ათასობით მთაზე.+
11 კარგად ვიცი მთის ყველა ფრინველი+
და ველის ცხოველთა ჯოგები ჩემია.+
12 რომც მომშიებოდა, შენ არ გეტყოდი,
რადგან ჩემია ნაყოფიერი მიწა+ და ყველაფერი, რაც მასზეა.+
13 განა შევჭამ ძლიერი ხარების ხორცს+
და ვაცების სისხლს შევსვამ?!+
14 მსხვერპლად მადლობა შესწირე ღმერთს+
და აღთქმები შეუსრულე უზენაესს.+
15 მომიხმე გაჭირვების დღეს;+
გადაგარჩენ და შენ განმადიდებ“.+
16 ბოროტს კი ღმერთი ეტყვის:+
„ვინ მოგცა იმის უფლება, რომ დაითვალო ჩემი წესები+
და შენი პირით ილაპარაკო ჩემს შეთანხმებაზე?+
17 შენ გძულს დარიგება;+
ბანზე მიგდებ სიტყვებს.+
18 ქურდის დანახვა გსიამოვნებს+
და მრუშებთან გაქვს წილი.+
19 პირიდან ბოროტება ამოგდის+
და მზაკვრობა გაქვს ენაზე.+
20 ზიხარ და საკუთარი ძმის წინააღმდეგ ლაპარაკობ,+
დედაშენის შვილს ცილს სწამებ.+
21 ამ ყველაფერს აკეთებდი, მე კი ვდუმდი.+
გეგონა, შენ დაგემსგავსებოდი.+
შეგაგონებ+ და თვალწინ გადაგიშლი ყველაფერს.+
22 გთხოვთ, შეიგნეთ ეს, ღვთის დამვიწყებლებო,+
რათა ნაფლეთებად არ გაქციოთ; მაშინ ვერავინ გიშველით.+
23 ვინც მსხვერპლად მადლობას მწირავს, ისაა ჩემი განმადიდებელი.+
ვინც სწორ გზას ადგას,
მას ვუჩვენებ ღვთისგან ხსნას“.+