2 კორინთელები
9 რაც შეეხება წმინდათათვის მსახურებას,+ ზედმეტად ვთვლი ამის შესახებ მოწერას, 2 რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება, რითაც მაკედონელთა წინაშე ვამაყობ, რომ აქაია შარშანდელს აქეთ მზად არის დასახმარებლად+ და რომ თქვენმა მოშურნეობამ მათი უმრავლესობა წაახალისა. 3 ვგზავნი ძმებს, რათა ისე არ გამოვიდეს, რომ ფუჭად ვამაყობდით თქვენით, არამედ მზად იყოთ,+ როგორც ვამბობდი კიდეც თქვენზე. 4 თორემ მაკედონელები ჩემთან ერთად თუ მოვლენ და მოუმზადებლებს გნახავენ, თქვენზე რომ აღარაფერი ვთქვა, ჩვენ შევრცხვებით, ასე დარწმუნებულები რომ ვართ. 5 ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, წამეხალისებინა ძმები, წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და წინასწარ გაემზადებინათ თქვენი გულუხვი ძღვენი, ადრე დაპირებული,+ რათა მზად ყოფილიყო ის, როგორც გულუხვი ძღვენი, და არა როგორც რაღაც გამოძალული.+
6 ამაზე გეუბნებით: ვინც ძუნწად+ თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად+ თესავს, უხვად მოიმკის. 7 თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ+ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს.+
8 უფრო მეტიც, ღმერთს შეუძლია უხვად გამოავლინოს თქვენ მიმართ წყალობა, რათა მდიდრები იყოთ ნებისმიერი კარგი საქმისთვის, რადგან ყოველთვის საკმარისად გაქვთ ყველაფერი.+ 9 (როგორც დაწერილია: „დაარიგა, ღარიბებს მისცა, მისი სიმართლე მარადიულად რჩება“.+ 10 ის, ვინც უხვად აძლევს თესლს მთესველს და იძლევა პურს საჭმელად,+ მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს, რომ თესოთ, და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს).+ 11 ყველაფერში მდიდრდებით ყოველგვარი ხელგაშლილობისთვის, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდით,+ 12 რადგან მსახურება, რომელსაც ხალხისთვის ასრულებთ, მხოლოდ წმინდათა საჭიროებების დაკმაყოფილება კი არ არის,+ არამედ ისიც, რომ მდიდრები იყოთ ღვთისადმი მადლიერების გამოხატვაში. 13 როდესაც ხედავენ მტკიცებას, რომელსაც ეს მსახურება აძლევთ, ღმერთს განადიდებენ, რადგან თქვენ ემორჩილებით ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას,+ რასაც სახალხოდაც აცხადებთ, და ხელგაშლილები ხართ მათთვის და ყველასთვის გაღებულ შესაწირავებში.+ 14 ისინი თქვენთვის ლოცულობენ და შემოგნატრიან ღვთის აღმატებული წყალობის გამო,+ რომელიც თქვენზეა.