38 ჩავიდნენ ცადოკ+ მღვდელი, ნათან+ წინასწარმეტყველი, იეჰოიადას ვაჟი ბენაია,+ ქერეთელები+ და ფელეთელები,+ შესვეს სოლომონი დავით მეფის ჯორზე+ და გიხონში+ წაიყვანეს.
11 აიღო ჰამანმა სამოსელი+ და წაიყვანა ცხენი, შემოსა მორდოქაი,+ ცხენით მოატარა მას ქალაქის მოედანი+ და იძახდა მის წინაშე:+ „აი ასე ექცევიან კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს!“+