29 მოახლოვდა ისრაელის სიკვდილის დღე.+ მოუხმო მან თავის ვაჟს, იოსებს, და სთხოვა: „თუ ვპოვე წყალობა შენს თვალში, ამომიდე ხელი ბარძაყქვეშ+ და სიკეთე* და ერთგულება გამოავლინე ჩემდამი+ (ნუ დამმარხავ ეგვიპტეში).+
13 წაიყვანეს იგი მისმა ვაჟებმა ქანაანის მიწაზე და მაქფელას მინდორში მდებარე გამოქვაბულში დამარხეს, იმ მინდორში, აბრაამმა რომ შეიძინა ხეთელი ეფრონისგან სამარხად, მამრეს წინ.+
8 ჩავალ, რომ დავიხსნა ისინი ეგვიპტელთა ხელიდან,+ გამოვიყვანო იმ მიწიდან და წავიყვანო კარგ და ვრცელ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება+ და სადაც ქანაანელები, ხეთელები, ამორეველები, ფერიზელები, ხიველები და იებუსელები ცხოვრობენ.+