დაბადება
25 აბრაამმა კიდევ მოიყვანა ცოლი, რომელსაც კეტურა ერქვა.+ 2 მან გაუჩინა მას ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი,+ იშბაკი და შუახი.+
3 იოკშანს შეეძინა შება+ და დედანი.+
დედანს შეეძინა აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
4 მიდიანის ვაჟები იყვნენ: ეფა,+ ეფერი, ხანოქი, აბიდა და ელდაა.+
ესენი ყველანი კეტურას ვაჟები იყვნენ.
5 აბრაამმა მთელი თავისი ქონება ისაკს მისცა,+ 6 თავის ვაჟებს კი, რომლებიც ხარჭებისგან ჰყავდა, საჩუქრები დაურიგა.+ თავის სიცოცხლეშივე აღმოსავლეთით გაუშვა ისინი თავისი ვაჟის, ისაკისგან შორს,+ აღმოსავლეთის ქვეყანაში.+ 7 აბრაამის სიცოცხლის დღეები ას სამოცდათხუთმეტ წელიწადს ითვლიდა. 8 კარგი სიბერით მოკვდა აბრაამი, მოხუცი და კმაყოფილი, და შეუერთდა თავის ხალხს.+ 9 დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ვაჟებმა მაქფელას გამოქვაბულში, რომელიც ხეთელი ცოხარის ვაჟის, ეფრონის მინდორშია, მამრეს წინ.+ 10 ეს ის მინდორი იყო, რომელიც აბრაამმა ხეთის ვაჟებისგან იყიდა. იქ დამარხეს აბრაამი; მისი ცოლი სარაც იქ იყო დამარხული.+ 11 აბრაამის სიკვდილის შემდეგაც აკურთხებდა ღმერთი მის ვაჟს,+ ისაკს. ისაკი ბეერ-ლახაი-როის+ მახლობლად ცხოვრობდა.
12 ეს არის ისმაელის,+ აბრაამის ვაჟის ამბავი, რომელიც აგარმა, სარას ეგვიპტელმა მოახლემ, გაუჩინა აბრაამს.+
13 ესენი არიან ისმაელის ვაჟები, მათი სახელები და მათი შთამომავლობა: ნებაიოთი+ — ისმაელის პირმშო, კედარი,+ ადბეელი, მიბსამი,+ 14 მიშმა, დუმა, მასა, 15 ხადადი,+ თემა,+ იეტური, ნაფიში და კედემა.+ 16 ესენი არიან ისმაელის ძეები და ეს არის მათი სახელები მათივე ეზოებისა და გალავნიანი ბანაკების მიხედვით:+ თორმეტი მთავარი და მათი ტომები.+ 17 ისმაელის სიცოცხლის დღეები ას ოცდაჩვიდმეტ წელიწადს ითვლიდა. მოკვდა იგი და შეუერთდა თავის ხალხს.+ 18 კარვებში ცხოვრობდნენ ისინი ხავილადან+ მოყოლებული ასურეთამდე. ხავილა შურის+ მახლობლად მდებარეობს, ეგვიპტესთან. თავისი ძმების წინ დასახლდნენ ისინი.+
19 ეს არის აბრაამის ვაჟის, ისაკის ამბავი.+
აბრაამს შეეძინა ისაკი. 20 ორმოცი წლისა იყო ისაკი, როცა ფადან-არამში მცხოვრები სირიელი+ ბეთუელის+ ასული, სირიელი ლაბანის და მოიყვანა ცოლად. 21 განსაკუთრებით ევედრებოდა ისაკი იეჰოვას თავისი ცოლის გულისთვის,+ რადგან უშვილო იყო.+ იეჰოვამაც შეისმინა მისი ვედრება+ და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი. 22 მუცელში ბავშვები ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ.+ მან თქვა: „თუ ასე იქნება, რად მინდა სიცოცხლე?!“ წავიდა და იეჰოვას შეეკითხა.+ 23 იეჰოვამ უთხრა მას: „ორი ერია შენს მუცელში,+ საიდანაც ორი ხალხი გამოვა.+ ერთი მეორეზე ძლიერი იქნება+ და უფროსი უმცროსს მოემსახურება“.+
24 დაუდგა მას მშობიარობის დრო და, აი, ტყუპები ჰყავდა მუცელში.+ 25 პირველი გამოვიდა მთლად წითელი და ისეთი თმიანი, თითქოს ბეწვიანი ტანსაცმელი+ ეცვა, და მას ესავი*+ დაარქვეს. 26 მეორე მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც ესავის ქუსლზე ჰქონდა ხელი ჩავლებული.+ მან იაკობი+ დაარქვა მას. სამოცი წლისა იყო ისაკი, როცა რებეკამ ისინი გააჩინა.
27 გაიზარდნენ ბიჭები. ესავი მარჯვე მონადირე+ დადგა, მინდვრად მოხეტიალე, უმწიკვლო+ იაკობი კი კარვებში+ ცხოვრობდა. 28 ისაკს ესავი უყვარდა, რადგან ნანადირევს არ აკლებდა მას, რებეკას კი — იაკობი.+ 29 ერთხელ იაკობი შეჭამანდს ხარშავდა, როცა ესავი მინდვრიდან დაღლილი მოვიდა. 30 უთხრა ესავმა იაკობს: „დაღლილი ვარ! ჩქარა, მაჭამე ეგ წითელი“. ამიტომ დაერქვა მას ედომი*.+ 31 იაკობმა მიუგო: „ჯერ პირმშოობა+ მომყიდე!“ 32 ესავმა უთხრა: „შიმშილით ვკვდები და რას მარგებს პირმშოობა?!“ 33 იაკობმა მიუგო: „ჯერ შემომფიცე!“+ მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს პირმშოობა.+ 34 მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამანდი. მანაც ჭამა და სვა.+ შემდეგ ადგა და წავიდა. ესავმა არაფრად ჩააგდო პირმშოობა.+