3 იეჰოვა ანუგეშებს სიონს;+ ანუგეშებს ყველა მის განადგურებულ ადგილს,+ მის უდაბნოს დაამსგავსებს ედემს+ და უკაცრიელ ველს — იეჰოვას ბაღს.+ სიხარული და მხიარულება იქნება იქ, სამადლობელი და სიმღერის ხმა.+
13 ედემში, ღვთის ბაღში იყავი.+ ძვირფასი ქვები გფარავდა — ლალი, ტოპაზი და იასპი, ქრიზოლითი, ონიქსი+ და ჟადეიტი, საფირონი, ფირუზი+ და ზურმუხტი. ოქროსი გქონდა ყველა ბუდე. შენი შექმნის დღეს დამზადდა ისინი.