15 ფარაონი სიჯიუტეს ავლენდა და არ გვიშვებდა,+ იეჰოვამ კი დახოცა ყოველი პირმშო ეგვიპტის მიწაზე,+ კაცისაც და ცხოველისაც.+ ამიტომ ვწირავ იეჰოვას ყველა მამრს, რომელიც საშვილოსნოს აღებს,+ და გამოვისყიდი ყველა პირმშოს ჩემს ძეთაგან.+
15 შენი გახდება ხორციელთა შორის საშვილოსნოს ყოველი გამღები,+ რომელსაც იეჰოვას წარუდგენენ, კაცი იქნება თუ ცხოველი. შენ უნდა გამოისყიდო ადამიანის პირმშო;+ უწმინდური ცხოველის პირველმოგებულიც შენ უნდა გამოისყიდო.+
16 გამოსასყიდი ფასის მიხედვით გამოისყიდე ის, როცა ერთ თვეს გადასცილდება, დადგენილი საფასურის მიხედვით, ხუთ ვერცხლის შეკელად წმინდა ადგილის შეკელის შესაბამისად.+ ეს ოც გერას შეადგენს.+