17 მან გამოიყვანა მათ წინააღმდეგ ქალდეველთა მეფე,+ რომელმაც მახვილით დაუხოცა+ მათ ჭაბუკები მათი საწმინდრის სახლში,+ და არ შეჰბრალებია მას არც ჭაბუკი, არც ქალწული, არც მოხუცებული და არც ღრმად მოხუცებული.+ ღმერთმა ყველაფერი ხელში ჩაუგდო მას.
3 მივუგე მეფეს: „მარადიულად იცოცხლოს მეფემ!+ როგორ არ მექნება სახე დაღვრემილი, როცა განადგურებულია ქალაქი,+ სადაც ჩემი მამა-პაპის+ საფლავებია, მისი კარიბჭეები კი ცეცხლს შთაუნთქავს?!“+
7 თქვენი ქვეყანა გაპარტახებულია,+ თქვენი ქალაქები — ცეცხლით გადამწვარი;+ თქვენს მიწას უცხოები+ ჭამენ+ თქვენ თვალწინ; ეს გაპარტახება უცხოთა მიერ აოხრებას ჰგავს.+
7 ის გამოდის, როგორც ლომი ტევრიდან;+ დაიძრა ხალხთა გამანადგურებელი.+ გამოვიდა თავისი ადგილიდან, რათა გამაოგნებელი გახადოს შენი ქვეყანა. ნანგრევებად იქცევა შენი ქალაქები და არავინ იცხოვრებს იქ.+