22 გულს რომ იმხიარულებდნენ,+ იმ ქალაქის უვარგისი კაცები+ შემოეხვივნენ სახლს+ და ერთმანეთს კარზე ახეთქებდნენ; ეუბნებოდნენ იმ მოხუცს, სახლის პატრონს: „გამოიყვანე ის კაცი, სახლში რომ გყავს, რომ დავწვეთ მასთან!“+
27 კაცებმაც მიატოვეს ქალთან ბუნებრივად ცხოვრება+ და გახურდნენ ერთმანეთთან ავხორცობით — კაცები კაცებთან;+ უხამსობას სჩადიოდნენ+ და მცდარი გზით სიარულისთვის+ საკადრისიც უკლებლივ მიიღეს.+
9 როგორ?! არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ?+ თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები,+ ვერც კერპთაყვანისმცემლები,+ ვერც მრუშები,+ ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ,+ ვერც მამათმავლები,+
7 ასევე სოდომი და გომორა და მათ გარშემო მდებარე ქალაქები,+ მას შემდეგ, რაც მათსავით მიეცნენ სიძვას, აჰყვნენ ხორციელ გულისთქმებსა და აღვირახსნილობას,+ საუკუნო ცეცხლით+ დაისაჯნენ და ჩვენთვის გამაფრთხილებელ მაგალითებად+ არიან დადგენილები.