6 შემდეგ მოსემ აარონსა და მის ვაჟებს, ელეაზარსა და ითამარს, უთხრა: „ნუ ივლით მოუვლელი თმით,+ ნუ შემოიხევთ ტანსაცმელს, რომ არ დაიხოცოთ და არ გაუწყრეს იგი მთელ კრებულს;+ თქვენი ძმები, მთელი ისრაელის სახლი იტირებს იეჰოვას ცეცხლით დამწვრებს.
19 და ისრაელის ძეებისგან+ გადმოცემულ ლევიანებს მივცემ აარონსა და მის ვაჟებს, რომ შეხვედრის კარავში+ შეასრულონ ისრაელის ძეების სამსახური და გამოსყიდვის წესი მათთვის, რათა უბედურება არ დაატყდეთ ისრაელის ძეებს+ წმინდა ადგილთან მიახლოების გამო“.
46 უთხრა მოსემ აარონს: „აიღე საცეცხლური, შიგ ცეცხლი ჩადე სამსხვერპლოდან,+ მოაყარე საკმეველი, სწრაფად შედი კრებულში და გამოსყიდვის წესი შეასრულე+ მათთვის, რადგან რისხვა გამოვიდა იეჰოვასგან+ და ჟლეტა დაიწყო!“