21 მიიყვანეს მათ შვიდი ხარი,+ შვიდი ვერძი, შვიდი მამალი თოხლი და შვიდი ვაცი ცოდვის შესაწირავად+ სამეფოსთვის, საწმინდრისთვის და იუდასთვის. და უბრძანა მან აარონის ძეებს, მღვდლებს,+ რომ იეჰოვას სამსხვერპლოზე შეეწირათ ისინი.
17 ღვთის სახლის მიძღვნისთვის მათ მოიყვანეს ასი ხარი, ორასი ვერძი და ოთხასი თოხლი, მთელი ისრაელის ცოდვის შესაწირავად კი — თორმეტი ვაცი, ისრაელის ტომთა რიცხვისამებრ.+
35 ტყვეობიდან დაბრუნებულმა, გადასახლებაში ნამყოფმა ხალხმა+ ისრაელის ღმერთს დასაწვავი მსხვერპლი+ შესწირა: თორმეტი ხარი+ მთელი ისრაელისთვის, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი,+ სამოცდაჩვიდმეტი მამალი თოხლი და თორმეტი ვაცი+ ცოდვის შესაწირავად — ყველაფერი იეჰოვასთვის დასაწვავ შესაწირავად მიიტანეს.