17 არ ისურვო შენი მოძმის სახლი, არ ისურვო შენი მოძმის ცოლი,+ არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი ვირი და არაფერი, რაც შენი მოძმისაა“.+
4 დაღვრემილი და დამწუხრებული შევიდა ახაბი თავის სასახლეში იზრეელელი ნაბოთის სიტყვების გამო, არ მოგცემო ჩემი მამა-პაპის მემკვიდრეობას. დაწვა თავის ტახტზე, გადაბრუნდა+ და პურს აღარ ჭამდა.
15 შემდეგ უთხრა მათ: „იფხიზლეთ და თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან,+ რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“.+
7 მაშ, რას ვიტყვით? ნუთუ კანონი ცოდვაა?+ არავითარ შემთხვევაში! კანონი რომ არა, არ მეცოდინებოდა, რა არის ცოდვა.+ მაგალითად, კანონში რომ არ ყოფილიყო ნათქვამი: „სხვისი არაფერი ისურვო“,+ არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს სხვისი რამის სურვილი.+