13 ჩემია ყველა პირმშო.+ იმ დღეს, როცა ყველა პირმშო დავხოცე ეგვიპტის მიწაზე,+ მაშინ განვწმინდე ჩემთვის ისრაელის ყველა პირმშო, კაცისაც და ცხოველისაც.+ ისინი ჩემები იქნებიან. მე ვარ იეჰოვა“.
15 შენი გახდება ხორციელთა შორის საშვილოსნოს ყოველი გამღები,+ რომელსაც იეჰოვას წარუდგენენ, კაცი იქნება თუ ცხოველი. შენ უნდა გამოისყიდო ადამიანის პირმშო;+ უწმინდური ცხოველის პირველმოგებულიც შენ უნდა გამოისყიდო.+
17 მხოლოდ პირველმოგებული ხბო, პირველმოგებული ბატკანი და პირველმოგებული თიკანი არ გამოისყიდო;+ ისინი წმინდები არიან. მათი სისხლი+ სამსხვერპლოზე დაასხურე და მათი ქონი ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად ააბოლე, როგორც დამამშვიდებელი სურნელება იეჰოვასთვის.+