40 პირველ დღეს აიღეთ საუცხოო ხეების ნაყოფი, პალმის რტოები,+ შეფოთლილი ტოტები, ხევის ალვის ხის ტოტები და შვიდ დღეს იმხიარულეთ+ თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე.
12 იხარეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე,+ თქვენ, თქვენმა ვაჟებმა, ასულებმა, მონებმა, მხევლებმა და თქვენი კარიბჭეების შიგნით მცხოვრებმა ლევიანებმა, რადგან მათ არც წილი აქვთ თქვენთან და არც სამკვიდრო.+
10 მან უთხრა მათ: „წადით, ჭამეთ მსუყე კერძები და სვით ტკბილი სასმელები, ნაწილი კი იმას გაუგზავნეთ,+ ვისაც არაფერი მოუმზადებია! წმინდაა ეს დღე ჩვენი უფლისთვის, ნუ დამწუხრდებით, რადგან იეჰოვას სიხარული თქვენი სიმაგრეა!“
17 ამგვარად, ტყვეობიდან დაბრუნებულმა მთელმა კრებულმა გაიკეთა კარვები და კარვებში ცხოვრობდა. იესო ნავეს ძის+ დროიდან მოყოლებული იმ დრომდე ისრაელის ძეები ასე არ მოქცეულან, ამიტომ დიდი სიხარული იყო იქ გამეფებული.+
18 აი, ვნახე, რა არის საუკეთესო და მშვენიერი: კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს მთელი თავისი გარჯის სანაცვლოდ,+ მზის ქვეშ რომ ირჯება მთელი თავისი სიცოცხლე, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა მისცა; ეს არის მისი ჯილდო.