25 დღეიდან თქვენდამი ძრწოლასა და შიშს ჩავუნერგავ ხალხს მთელ ცისქვეშეთში, ვინც კი გაიგებს თქვენს ამბავს; თქვენ გამო შეშფოთდებიან და ისეთი ტკივილები დაეწყებათ, როგორიც მშობიარობის დროს აქვთ ხოლმე“.+
5როცა გაიგეს იორდანის დასავლეთით მცხოვრებმა ამორეველთა+ მეფეებმა და ზღვასთან მცხოვრებმა ქანაანელთა+ მეფეებმა, რომ იეჰოვამ იორდანის წყალი დააშრო ისრაელის ძეების გადასასვლელად, გულები შეუკრთათ+ და მხნეობა დაკარგეს ისრაელის ძეების შიშით.+