20 ჩაჰბერეს საყვირებს და ხალხმა ყიჟინა დასცა.+ როგორც კი გაიგო ხალხმა საყვირის ხმა და დასცა დიდი საომარი ყიჟინა, ჩამოიქცა გალავანი.+ პირდაპირ ქალაქში ავიდა ხალხი და დაიპყრეს ქალაქი.
26 მაშინ იესო ნავეს ძემ დაიფიცა: „წყეული იყოს იეჰოვას წინაშე ის, ვინც ადგება და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნოს საძირკველი და თავის უმცროსზე აღმართოს კარიბჭე“.+