15 იესო ნავეს ძემ მიუგო: „თუ მრავალრიცხოვანი ხალხი ხართ და ეფრემის მთიანი მხარე+ გევიწროებათ, ადით ფერიზელებისა+ და რეფაიმების+ მიწაზე და გაჩეხეთ ტყე“.
16 იოსების ძეებმა მიუგეს: „არ გვეყოფა ის მთიანი მხარე; თანაც იმ დაბლობში მცხოვრებ ქანაანელებს დანებიანი საომარი ეტლები+ აქვთ, მათაც და ბეთ-შეანის,+ მისი მიმდებარე ქალაქებისა და იზრეელის ველზე მცხოვრებლებსაც“.+