48 ავიდა აბიმელექი ცალმონის+ მთაზე თავის ხალხთან ერთად. აიღო აბიმელექმა ცული, ხეს ტოტი მოაჭრა, მხარზე გაიდო და თავის ხალხს უბრძანა: „რაც მე გავაკეთე, თქვენც საჩქაროდ იგივე გააკეთეთ!“+
49 ყველამ მოჭრა თითო ტოტი და აბიმელექს გაჰყვა. შემოუწყვეს ისინი იმ სამალავს და ცეცხლი წაუკიდეს; ამოწყდა შექემის კოშკში მყოფი მთელი ხალხი, ათასამდე კაცი და ქალი.+