9 შემოარტყი სარტყლები მათ, აარონსა და მის ვაჟებს, და შემოახვიე ჩალმები. მათი იქნება მღვდლობა სამარადისო წესით.+ ძალაუფლებით აუვსე ხელი აარონსა და მის ვაჟებს.+
33 არც ამის შემდეგ მიატოვა თავისი ბოროტი გზა იერობოამმა; კვლავ ჩვეულებრივ ხალხს ნიშნავდა მაღლობების მღვდლებად.+ ვისაც უნდოდა, იმას უვსებდა ხელს ძალაუფლებით,+ და ამბობდა, ეს გახდეს მაღლობების მღვდელიო.
9 განა თქვენ არ განდევნეთ იეჰოვას მღვდლები,+ აარონის ძეები, და ლევიანები?! განა სხვა ქვეყნების ხალხებივით ქურუმები არ დაიყენეთ?!+ ვინც კი მოვიდა და მოზვრითა და შვიდი ვერძით აივსო ხელი ძალაუფლებით, ცრუღმერთების+ ქურუმი გახდა.