16 „ხვალ ამ დროს, ბენიამინელ+ კაცს გამოგიგზავნი. ის უნდა სცხო+ ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლად. ის იხსნის ჩემს ხალხს ფილისტიმელთა ხელიდან,+ რადგან დავინახე ჩემი ხალხის გაჭირვება და მათმა ღაღადმა ჩემამდე მოაღწია“.+
5 ფილისტიმელებიც შეიკრიბნენ ისრაელთან საბრძოლველად; გამოიყვანეს ოცდაათი ათასი საომარი ეტლი,+ ექვსი ათასი მხედარი და ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ხალხი.+ ავიდნენ მიქმაშში და იქ დაბანაკდნენ, ბეთ-ავენის+ აღმოსავლეთით.