27 ადგა დავითი თავის ხალხთან ერთად, მოკლა+ ორასი ფილისტიმელი და უკლებლივ მიუტანა მეფეს მათი ჩუჩები,+ რომ დამოყვრებოდა მეფეს. საულმაც მიათხოვა მას თავისი ასული მიქალი.+
13 მან მიუგო: „კარგი, დაგიდებ შეთანხმებას, ოღონდ ერთი პირობით: ვერ იხილავ ჩემს სახეს,+ თუ საულის ასულს, მიქალს+ არ მომიყვან, როცა ჩემ სანახავად მოხვალ“.
20 დავითიც დაბრუნდა, რომ თავისი სახლეულობა ეკურთხებინა;+ გამოეგება მას საულის ასული მიქალი+ და უთხრა: „როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე,+ ქარაფშუტასავით რომ გაშიშვლდა თავის მსახურთა მხევლების თვალწინ!“+