27 როცა ხებრონში+ დაბრუნდა აბნერი, იოაბმა კარიბჭიდან გვერდზე გაიხმო იგი, რომ ცალკე დალაპარაკებოდა;+ მუცელში ჩასცა მახვილი+ და მოკვდა იგი ასაჰელის,+ მისი ძმის სისხლის გამო.
5 კარგად იცი, როგორ მომექცა იოაბი, ცერუიას ვაჟი,+ რა უყო ისრაელის ორ მხედართმთავარს, აბნერს,+ ნერის ვაჟს, და ამასას,+ იეთერის+ ვაჟს, რომ დახოცა ისინი და მშვიდობიან დროს ომის სისხლი+ დაღვარა; ომის სისხლით გაისვარა წელზე სარტყელი და ფეხებზე სანდლები.