3 მივიდა დავითი თავის სახლში იერუსალიმში,+ გამოიყვანა მეფემ ათი ხარჭა,+ რომლებიც სახლის მოსავლელად ჰყავდა დატოვებული, ჩაკეტა ისინი და დაცვა დაუყენა, თუმცა საჭმელს აწვდიდა. არ წვებოდა მათთან,+ გამოკეტილი ჰყავდა სიკვდილის დღემდე; ქვრივებად ცხოვრობდნენ ისინი, თუმცა ქმარი ცოცხალი ჰყავდათ.