საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კანონი 32:39
    ბიბლია
    • 39 დაინახეთ, რომ მე ვარ ის,+

      და არ არიან ღმერთები ჩემ გვერდით.+

      მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ;+

      მე ვაყენებ ჭრილობას+ და მე ვკურნავ;+

      ვერავინ გამომტაცებს ხელიდან.+

  • 1 სამუელი 2:6
    ბიბლია
    •  6 იეჰოვა კლავს და აცოცხლებს,+

      ჩაჰყავს სამარეში*+ და ამოჰყავს.+

  • 2 მეფეები 4:34
    ბიბლია
    • 34 ბოლოს ადგა, ზემოდან დააწვა ბავშვს,+ პირი პირზე დაადო, თვალები — თვალებზე, ხელისგულები — ხელისგულებზე და ასე იყო. ნელ-ნელა გაუთბა ბავშვს სხეული.

  • 2 მეფეები 13:21
    ბიბლია
    • 21 ერთხელ ერთ კაცს მარხავდნენ; როცა მოთარეშეები დაინახეს, ელისეს სამარხში ჩააგდეს მკვდარი და გაიქცნენ. როგორც კი ელისეს ძვლებს შეეხო, მკვდარი მაშინვე გაცოცხლდა+ და ფეხზე წამოდგა.+

  • ლუკა 7:15
    ბიბლია
    • 15 მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა. იესომ ის დედამისს ჩააბარა.+

  • ლუკა 8:55
    ბიბლია
    • 55 მას სული*+ დაუბრუნდა და მაშინვე წამოდგა.+ იესომ ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.+

  • იოანე 5:28
    ბიბლია
    • 28 ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში*+ არიან, მის ხმას მოისმენენ

  • იოანე 11:44
    ბიბლია
    • 44 კაცი, რომელიც მკვდარი იყო, სახვევებით+ ხელფეხშეკრული გამოვიდა, სახე კი ნაჭრით ჰქონდა შეხვეული. იესომ უთხრა მათ: „გახსენით, იაროს“.

  • საქმეები 9:41
    ბიბლია
    • 41 პეტრემ მას ხელი გაუწოდა და წამოაყენა,+ შემდეგ წმინდებსა და ქვრივებს დაუძახა და ცოცხალი წარუდგინა მათ.+

  • საქმეები 20:10
    ბიბლია
    • 10 პავლე დაბლა ჩავიდა, დაემხო მას,+ მოეხვია და თქვა: „დაწყნარდით, მისი სული* მასშია“.+

  • რომაელები 14:9
    ბიბლია
    • 9 ქრისტე იმისთვის მოკვდა და იმისთვის გაცოცხლდა,+ რომ მკვდრებისა+ და ცოცხლების უფალი ყოფილიყო.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება