საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ფსალმუნი 115:5
    ბიბლია
    •  5 პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ,+

      თვალები აქვთ და ვერ ხედავენ,+

  • ფსალმუნი 135:16
    ბიბლია
    • 16 პირი აქვთ და ვერაფერს ამბობენ,+

      თვალები აქვთ და ვერაფერს ხედავენ,+

  • ესაია 44:18
    ბიბლია
    • 18 არ იციან,+ არ ესმით,+ რადგან თვალები გაეგლისათ და ვერ ხედავენ,+ გულები გაეგლისათ და წვდომის უნარი არა აქვთ.+

  • ესაია 45:20
    ბიბლია
    • 20 შეგროვდით და მოდით!+ ერთად შეიკრიბეთ, ერებისგან გადარჩენილნო!+ არაფერი იციან მათ, ვინც ხისგან გამოთლილ გამოსახულებას ატარებს, არც მათ, ვინც ლოცვით მიმართავს ღმერთს, რომელსაც შველა არ შეუძლია.+

  • იერემია 10:5
    ბიბლია
    • 5 კიტრის ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას ჰგვანან, ვერ ლაპარაკობენ.+ დაატარებენ მათ, რადგან ნაბიჯს ვერ დგამენ.+ ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან არ შეუძლიათ უბედურების მოტანა, მით უმეტეს — კარგის კეთება“.+

  • დანიელი 5:23
    ბიბლია
    • 23 ზეციერი უფლის წინააღმდეგ აღიმაღლე თავი,+ მოგიტანეს ჭურჭელი მისი სახლიდან+ და შენ, შენი დიდგვაროვნები, ცოლები და ხარჭები სვამდით იქიდან ღვინოს და ხოტბას ასხამდით ვერცხლის, ოქროს, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს,+ რომლებიც ვერაფერს ხედავენ, რომლებსაც არაფერი ესმით და რომლებმაც არაფერი იციან;+ ღმერთი კი, რომლის ხელთაა შენი სუნთქვა,+ და რომელსაც ეკუთვნის ყველა შენი გზა,+ არ განგიდიდებია.+

  • აბაკუმი 2:18
    ბიბლია
    • 18 რა სარგებლობა აქვს გამოსახულებას,+ ის ხომ მისი შემქმნელის გამოთლილია?! რა სარგებლობა აქვს ქანდაკებას და სიცრუის მასწავლებელს,+ მისი შემქმნელი ხომ ისეა მასზე მინდობილი,+ რომ არაფრის მაქნის და უტყვ ღმერთებს აკეთებს?!+

  • 1 კორინთელები 8:4
    ბიბლია
    • 4 რაც შეეხება კერპთშენაწირის ჭამას,+ ვიცით, რომ კერპი არაფერია+ ქვეყნიერებაში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა.+

  • 1 კორინთელები 10:19
    ბიბლია
    • 19 მაშ, რა ვთქვა? განა კერპთშენაწირი ნიშნავს რამეს ან განა კერპი ნიშნავს რამეს?+

  • 1 კორინთელები 12:2
    ბიბლია
    • 2 თქვენ იცით, რომ, როცა უცხოტომელები+ იყავით, სხვადასხვაგვარად გიბიძგებდნენ და უტყვ+ კერპებს+ სცემდით თაყვანს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება