20 მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გაბედავს იმის თქმას, რაც მე არ მექნება ნაბრძანები+ ან სხვა ღმერთების სახელით ილაპარაკებს,+ ის წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს.+
16 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „არ მოუსმინოთ იმ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ.+ ამაოებისკენ მიჰყავხართ მათ.+ საკუთარი გულის ხილვას ლაპარაკობენ+ და არა იმას, რაც იეჰოვას ბაგიდან მომდინარეობს.+
17 მათ, ვინც უპატივცემულოდ მეპყრობა, ისინი კვლავ და კვლავ ეუბნებიან, იეჰოვა ამბობს, მშვიდობა გექნებათო.+ ყველას, თავისი ჯიუტი გულით მოსიარულეს,+ ეუბნებიან, უბედურება არ შეგემთხვევათო.+
6 „ფუჭ ხილვას ხედავენ და ცრუდ მკითხაობენ+ ისინი, ვინც ამბობენ, ასე ამბობსო იეჰოვა, მაშინ, როცა იეჰოვას არ გაუგზავნია ისინი, და ელოდებიან სიტყვის შესრულებას.+