7 მისი ხელმწიფობა განივრცობა+ და მშვიდობას ბოლო არ ექნება+ დავითის+ ტახტზე და მის სამეფოში მის განსამტკიცებლად+ და სამართლიანობითა+ და სიმართლით+ მის შესანარჩუნებლად, ახლაც და მარადიულადაც. ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა გააკეთებს ამას.+
13 მაშინ დასრულდება ჩემი რისხვა,+ დაცხრება მათ გამო აღძრული ჩემი მრისხანება+ და დავმშვიდდები;+ როცა გადმოვცლი მათზე ჩემს რისხვას, მიხვდებიან, რომ მე, იეჰოვა, დაჟინებით მოვითხოვდი განსაკუთრებულ ერთგულებას.+
14 მითხრა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: «დაიძახე, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დიდი მოშურნეობით გამოვავლინე მოშურნეობა იერუსალიმისა და სიონის სასიკეთოდ.+