16 მაგრამ ისინი სასაცილოდ იგდებდნენ+ ჭეშმარიტი ღვთის მაცნეებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს+ და დასცინოდნენ+ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე იეჰოვას რისხვა+ არ აღიგზნო მის ხალხზე, როცა უკვე შეუძლებელი იყო მათი განკურნება.+
14 შიშმა შეიპყრო ცოდვილები სიონში,+ აკანკალდნენ განდგომილები:+ „რომელი ჩვენგანი იცხოვრებს შთამნთქმელ ცეცხლთან,+ თუნდაც ცოტა ხანს? რომელი ჩვენგანი იცხოვრებს ხანგრძლივ ხანძართან,+ თუნდაც ცოტა ხანს?“
20 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, ჩემი რისხვა და ჩემი მრისხანება იღვრება ამ ადგილზე,+ ადამიანებზე, პირუტყვზე, მინდვრის ხეებსა+ და მიწის ნაყოფზე; იგიზგიზებს ის და არ ჩაქრება“.+
27 მაგრამ თუ არ დამემორჩილებით — არ წმინდაჰყოფთ შაბათ დღეს, მაინც ატარებთ ტვირთს+ და შაბათ დღეს ტვირთით შეხვალთ იერუსალიმის კარიბჭეების გავლით, ცეცხლს დავანთებ მის კარიბჭეებში,+ შთანთქავს ის იერუსალიმის საცხოვრებელ კოშკებს+ და არ ჩაქრება“».+