29 დაბრუნდა მეფე იეჰორამი+ იზრეელში+ ჭრილობების მოსაშუშებლად, სირიის მეფე ხაზაელთან ბრძოლის დროს რომ მიაყენეს სირიელებმა რამაში*. იუდას მეფე იეჰორამის ვაჟი ახაზია+ იეჰორამის, ახაბის ძის სანახავად მივიდა იზრეელში, რადგან ავად იყო იგი.
21 იეჰორამმა ბრძანა: „შემიკაზმეთ ეტლი!“+ შეუკაზმეს საომარი ეტლი; თავ-თავიანთი ეტლებით გავიდნენ ისრაელის მეფე იეჰორამი და იუდას მეფე ახაზია+ და იზრეელელი ნაბოთის+ მიწასთან შეხვდნენ იეჰუს.
22იერუსალიმის მკვიდრებმა მეფის უმცროსი ვაჟი, ახაზია+ გაამეფეს მის შემდეგ (რადგან უფროსები არაბებთან+ ერთად ბანაკში მოსულმა მოთარეშე რაზმმა დახოცა),+ გამეფდა იუდაში ახაზია, იეჰორამის ვაჟი.