12 სანდალოზის ხის მორებისგან მეფემ საყრდენები გაუკეთა იეჰოვას სახლსა+ და მეფის სასახლეს. მომღერლებისთვის ქნარები+ და სხვა სიმებიანი+ საკრავებიც გააკეთა; მას შემდეგ აღარ შემოსულა ასეთი სანდალოზის მორები და დღემდეც აღარავის უნახავს.
13 და როგორც კი მესაყვირეებმა და მგალობლებმა ერთხმად+ განადიდეს იეჰოვა, მადლობა შესწირეს მას, აახმიანეს საყვირები, წინწილები და სხვა საკრავები+ და განადიდეს+ იეჰოვა — კარგია იგი,+ მარადიულიაო მისი სიკეთე*+ — ღრუბელმა+ აავსო სახლი, იეჰოვას სახლი.+