2 სამუელი
21 ზედიზედ სამ წელიწადს შიმშილობა+ იყო დავითის დროს; დაეკითხა დავითი იეჰოვას. იეჰოვამ უთხრა: „სისხლის ღვრაშია დამნაშავე საული და მისი სახლი, რადგან დახოცა მან გაბაონელები“.+ 2 მოუხმო მეფემ გაბაონელებს+ და ელაპარაკა (გაბაონელები არ იყვნენ ისრაელის ძეები, ისინი ამორეველთა+ შთამომავლები იყვნენ. ფიცი ჰქონდათ მიცემული მათთვის+ ისრაელის ძეებს, მაგრამ საული ისრაელის ძეებისა და იუდასადმი მოშურნეობის+ გამო მათ გაწყვეტას+ ცდილობდა). 3 უთხრა დავითმა გაბაონელებს: „რა გაგიკეთოთ, რით გამოვისყიდო,+ რომ აკურთხოთ იეჰოვას სამკვიდრო?“+ 4 გაბაონელებმა მიუგეს: „არც ვერცხლი გვინდა და არც ოქრო+ საულისგან და მისი სახლიდან, არც ვინმეს სიკვდილი გვინდა ისრაელში“. მან უთხრა: „რასაც იტყვით, იმას გაგიკეთებთ“. 5 მიუგეს მათ მეფეს: „ვინც გვანადგურებდა+ და ვისაც ისრაელიდან ჩვენი მოსპობა ჰქონდა განზრახული,+ 6 მისი ვაჟებიდან გადმოგვეცით შვიდი კაცი+ და იეჰოვას წინაშე ჩამოვკიდებთ+ იეჰოვას რჩეულის,+ საულის გიბაში“.+ მეფე დათანხმდა მათ: „გადმოგცემთ“.
7 შეებრალა მეფეს მეფიბოშეთი,+ საულის ვაჟის იონათანის ვაჟი, იმ ფიცის+ გამო, რომელიც დავითსა და საულის ვაჟს, იონათანს ჰქონდათ დადებული იეჰოვას წინაშე. 8 წამოიყვანა მეფემ აიას ასულ რიცფას+ ორი ვაჟი, რომლებიც მან საულს გაუჩინა, არმონი და მეფიბოშეთი, და საულის ასულის, მიქალის*+ ხუთი ვაჟი, რომლებიც მან მეჰოლათელ ბარზილაის ვაჟს, ადრიელს+ გაუჩინა. 9 გადასცა ისინი გაბაონელებს და მათაც ჩამოკიდეს ისინი მთაზე იეჰოვას წინაშე,+ შვიდივე ერთად მოკვდა; ქერის მკის+ პირველ დღეებში დაიხოცნენ ისინი. 10 რიცფამ, აიას+ ასულმა, აიღო ჯვალო,+ დაიფინა კლდეზე და იქ იყო მკის+ დაწყებიდან იქამდე, სანამ ციდან წყალი არ დაესხათ; დღისით ცის ფრინველებს+ არ აკარებდა იგი მათ და ღამით მინდვრის მხეცებს.+
11 შეატყობინეს+ დავითს, რაც საულის ხარჭამ, აიას ასულმა რიცფამ გააკეთა. 12 წავიდა დავითი და წამოიღო საულისა და მისი ვაჟის, იონათანის ძვლები+ იაბეშ-გალაადის+ მცხოვრებთაგან, რომლებმაც ისინი ბეთ-შანის+ მოედნიდან მოიპარეს, სადაც ფილისტიმელებმა ჩამოკიდეს+ ისინი, როცა გილბოაში+ მოკლეს საული. 13 წამოიღო იქიდან საულისა და მისი ვაჟის, იონათანის ძვლები; შეაგროვეს ჩამოკიდებულთა ძვლებიც.+ 14 საულისა და მისი ვაჟის, იონათანის ძვლები ბენიამინის მიწაზე ცელაში,+ მამამისის, კიშის+ სამარხში დამარხეს, რათა მეფის ბრძანებისამებრ მოქცეულიყვნენ. ამის შემდეგღა მოისმინა ღმერთმა მათი ვედრება.+
15 კვლავ შეებრძოლნენ ფილისტიმელები+ ისრაელს. წავიდნენ დავითი და მისი მსახურები და ისინიც შეებრძოლნენ ფილისტიმელებს. დაიღალა დავითი. 16 იშბი-ბენობმა, რეფაიმის*+ ერთ-ერთმა ნაშიერმა, რომელსაც სამასშეკელიანი სპილენძის შუბი+ ჰქონდა და ახალი მახვილი ერტყა, დავითის მოკვლა განიზრახა, 17 მაგრამ მიეშველა+ მას ცერუიას ვაჟი აბიშაი,+ დაჰკრა ფილისტიმელს და მოკლა. დააფიცა დავითი მისმა ხალხმა: „აღარ გამოხვიდე საბრძოლველად,+ რომ არ ჩააქრო+ ისრაელის ლამპარი!“+
18 ამის შემდეგ კვლავ გაჩაღდა ომი ფილისტიმელების წინააღმდეგ გობთან; მაშინ ხუშელმა+ სიბექაიმ+ მოკლა საფი, რეფაიმის+ ერთ-ერთი ნაშიერი.
19 კიდევ გაიმართა ბრძოლა გობთან ფილისტიმელების წინააღმდეგ; მაშინ ბეთლემელი იაარე-ორეგიმის ვაჟმა, ელხანანმა+ მოკლა გათელი გოლიათი, რომლის შუბის ტარი საქსოვი ლილვის სისხო იყო.+
20 კვლავ გაიმართა ომი გათში.+ იქ იყო ერთი ბუმბერაზი, რომელსაც ხელ-ფეხზე ექვს-ექვსი თითი ჰქონდა — სულ ოცდაოთხი. ისიც რეფაიმთა+ ნაშიერი იყო. 21 დასცინოდა+ ის ისრაელს, ბოლოს კი იონათანმა,+ დავითის ძმის შიმეის ვაჟმა,+ მოკლა იგი.
22 რეფაიმთა ნაშიერთაგან ეს ოთხი იყო გათში დაბადებული+ და ისინიც დავითისა და მისი მსახურების ხელით დაეცნენ.+