11 ვინც მას იცნობდა და დაინახა, რომ წინასწარმეტყველებთან ერთად წინასწარმეტყველებდა, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რა დაემართაო კიშის ვაჟს. საულიც გაწინასწარმეტყველდაო?+
47 განიმტკიცა საულმა მეფობა ისრაელზე.+ ებრძოდა თავის მტერს, მოაბს,+ ამონის+ ძეებს, ედომს,+ ცობის+ მეფეებსა და ფილისტიმელებს;+ სადაც მივიდოდა, ყველგან მსჯავრს აღასრულებდა.+
23 ერთი ცოდვაა ურჩობა+ და მკითხაობა,+ კადნიერება და მაგიური ძალისა და თერაფიმის+ გამოყენება. როგორც შენ უარყავი იეჰოვას სიტყვა,+ ისიც ისე უარყოფს შენს მეფობას“.+