22 იქ გამოგეცხადები და დაგელაპარაკები სახურავის ზემოდან,+ ორ ქერუბიმს შორის, რომლებიც მოწმობის კიდობანზე არიან, და გიბრძანებ ყველაფერს, რაც ისრაელის ძეებმა უნდა გააკეთონ.+
89 როდესაც მოსე შეხვედრის კარავში შედიოდა მასთან სალაპარაკოდ,+ ესმოდა მოსაუბრე ხმა მოწმობის კიდობნის სახურავიდან,+ ორი ქერუბიმის შუიდან;+ და ისიც ესაუბრებოდა მას.
4 გაგზავნეს კაცები შილოში და წამოიღეს იქიდან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ქერუბიმებზე მჯდომის,+ შეთანხმების კიდობანი. ელის ვაჟები, ხოფნი და ფინხასიც, ჭეშმარიტი ღვთის შეთანხმების კიდობანთან იყვნენ.+
2 ადგნენ დავითი და მისი ხალხი და ბაალე-იუდაში+ წავიდნენ ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის+ წამოსაღებად, რომელიც ქერუბიმებზე+ მჯდომი ლაშქართა* ღვთის,+ იეჰოვას სახელით+ იწოდება.
15 ლოცვით+ მიმართა ხიზკიამ იეჰოვას: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ ქერუბიმებზე მჯდომარევ,+ მხოლოდ შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი დედამიწის+ ყველა სამეფოში!+ შენ შექმენი ცა+ და დედამიწა.+