საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ლევიანები 26:16
    ბიბლია
    • 16 მაშინ ასე მოგექცევით: დაგცემთ შიშის ზარს, შეგყრით ჭლექსა+ და ციებ-ცხელებას, თვალებს დაგიბრმავებთ+ და სულებს დაგიძაბუნებთ.+ ტყუილუბრალოდ დათესავთ, რადგან მტერი შეგიჭამთ.+

  • კანონი 28:15
    ბიბლია
    • 15 თუ არ მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის ხმას, და გულდასმით არ დაიცავ მის მცნებებსა და წესებს, რომლებსაც დღეს გიბრძანებ, თავს დაგატყდება და გეწევა ყველა ეს წყევლა:+

  • კანონი 30:18
    ბიბლია
    • 18 დღესვე გეტყვი, რომ მოკვდები!+ არ იქნები დღეგრძელი იმ მიწაზე, რომლის დასაუფლებლადაც გადადიხარ იორდანის გაღმა.

  • იესო ნავეს ძე 23:13
    ბიბლია
    • 13 იცოდეთ, რომ იეჰოვა, თქვენი ღმერთი თქვენი გულისთვის აღარ განდევნის იმ ერებს;+ მახედ და ხაფანგად გექცევიან ისინი, შოლტად — ფერდებისთვის+ და ეკლებად — თვალებისთვის, სანამ არ დაიღუპებით მადლიან მიწაზე, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა მოგცათ.+

  • დანიელი 9:11
    ბიბლია
    • 11 მთელმა ისრაელმა გადააბიჯა შენს კანონს, გადაუხვია და არ დაემორჩილა შენს ხმას.+ ამიტომაც დაგვატყდა ჭეშმარიტი ღვთის მსახურ მოსეს კანონში ჩაწერილი წყევლა და ფიცი,+ რადგან შეგცოდეთ, ღმერთო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება