18 იეჰოიადამ იეჰოვას სახლის საქმეები მღვდლებსა და ლევიანებს ჩააბარა, ჯგუფებად რომ დააყენა დავითმა+ იეჰოვას სახლზე სამეთვალყურეოდ, რათა მოსეს კანონში ჩაწერილის თანახმად შეეწირათ იეჰოვასთვის განკუთვნილი დასაწვავი მსხვერპლი+ და ეს დავითის მითითებისამებრ სიხარულითა და გალობით ეკეთებინათ.
2 ხიზკიამ ჯგუფებად+ დააყენა მღვდლები და ლევიანები+ თავ-თავიანთი მსახურების შესასრულებლად,+ რათა შეეწირათ დასაწვავი შესაწირავი+ და მშვიდობის მსხვერპლი*,+ ემსახურათ,+ სამადლობელი და ქება-დიდება+ აღევლინათ იეჰოვას ბანაკების კარიბჭეებში.