5 შემდეგ კი მივუგე მეფეს: „თუ ინებებს მეფე+ და თუ მოსაწონია შენი მსახური შენთვის,+ გამიშვი იუდაში, ქალაქში, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავებია, რომ აღვადგინო+ ის“.
6 მაშინ მკითხა მეფემ, რომელსაც გვერდით დედოფალი ეჯდა: „რამდენი დრო დაგჭირდება მგზავრობისთვის და როდის დაბრუნდები?“ დრო დავუთქვი+ და მეფემაც ინება ჩემი გაშვება.+