10 მან უთხრა მათ: „წადით, ჭამეთ მსუყე კერძები და სვით ტკბილი სასმელები, ნაწილი კი იმას გაუგზავნეთ,+ ვისაც არაფერი მოუმზადებია! წმინდაა ეს დღე ჩვენი უფლისთვის, ნუ დამწუხრდებით, რადგან იეჰოვას სიხარული თქვენი სიმაგრეა!“
19 მოშორებულ ქალაქებში მცხოვრებმა იუდეველებმა ადარის+ თვის მეთოთხმეტე დღე აქციეს სიხარულის,+ ნადიმის, ზეიმისა+ და ერთმანეთისთვის მოსაკითხის გაგზავნის დღედ.+
22 რადგან ამ დღეებში დაისვენეს იუდეველებმა თავიანთი მტრებისგან+ და ამ თვეში ექცათ მწუხარება სიხარულად და გლოვა+ — ზეიმად, რათა ეს დღეები მათთვის ნადიმობის, მხიარულების, ერთმანეთისთვის მოსაკითხისა+ და ღარიბებისთვის საჩუქრების გაგზავნის დღეები ყოფილიყო.+