საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 1 მატიანე 28:9
    ბიბლია
    • 9 შენ კი, ჩემო შვილო, სოლომონ, იცნობდე+ მამაშენის ღმერთს და მთელი გულითა+ და ხალისიანი სულით+ ემსახურე+ მას, რადგან იეჰოვა გულებს იკვლევს+ და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას.+ თუ ძებნას დაუწყებ მას, თავს გაპოვნინებს,+ მაგრამ თუ მიატოვებ,+ ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.+

  • ფსალმუნი 62:12
    ბიბლია
    • 12 სიკეთეც* შენია, იეჰოვა,+

      რადგან ყველას თავ-თავისი საქმეებისამებრ მიუზღავ.+

  • იგავები 24:12
    ბიბლია
    • 12 თუ იტყვი: უი, ეს არ ვიცოდითო;+ განა ვერ დაინახავს ამას გულების შემფასებელი?!+ განა არ ეცოდინება შენი სულის გამომკვლეველს?!+ განა არ მიუზღავს ის ადამიანს თავისი საქმეებისამებრ?!+

  • იერემია 32:19
    ბიბლია
    • 19 დიდებულო განმზრახველო,+ მრავლისმოქმედო,+ თვალები ღია გაქვს ადამიანთა ყველა გზის დასანახავად,+ რათა ყველას თავისი გზისამებრ და საქმეების ნაყოფისამებრ მიაგო;+

  • ეზეკიელი 33:20
    ბიბლია
    • 20 თქვენ ამბობთ, სამართლიანი არ არისო იეჰოვას გზა.+ თითოეულს თქვენ-თქვენი გზებისამებრ გაგასამართლებთ,+ ისრაელის სახლო».

  • მათე 16:27
    ბიბლია
    • 27 ვინაიდან კაცის ძე უნდა მოვიდეს მამის დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ ყველას თავისი ნამოქმედარის მიხედვით მიუზღავს.+

  • რომაელები 2:6
    ბიბლია
    • 6 ის თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მიუზღავს:+

  • 2 კორინთელები 5:10
    ბიბლია
    • 10 რადგან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სასამართლო ტახტის წინაშე,+ რათა თითოეულმა მიიღოს საზღაური იმის მიხედვით, რასაც სხეულში ყოფნისას აკეთებდა, კარგი იქნებოდა ეს თუ ცუდი.+

  • გალატელები 6:7
    ბიბლია
    • 7 ნუ შეცდებით,+ ღვთის დაცინვა არ გამოგივათ.+ კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის.+

  • 1 პეტრე 1:17
    ბიბლია
    • 17 გარდა ამისა, თუ უხმობთ მამას, რომელიც მიუკერძოებლად+ ასამართლებს თითოეულს თავისი საქმისამებრ, შიშით+ უნდა მოიქცეთ ხიზნობის დროს,+

  • გამოცხადება 22:12
    ბიბლია
    • 12 „აი, მალე მოვალ+ და საზღაური+ ჩემთან არის, რათა თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მივუზღა.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება