35 ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელის ძეები მანანას,+ სანამ დასახლებულ მიწაზე მივიდოდნენ.+ მანანას ჭამდნენ ისინი, სანამ ქანაანის მიწის საზღვრამდე მივიდოდნენ.+
3 ის თავმდაბლობას გასწავლიდათ, მშივრებს+ გატარებდათ და მანანას+ გაჭმევდათ, რაც თქვენთვისაც უცხო იყო და თქვენი მამა-პაპისთვისაც, რათა გაეგებინებინა თქვენთვის, რომ კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით.+
15 ზეციდან პურს აძლევდი შიმშილის მოსაკლავად+ და კლდიდან წყალს უჩქეფებდი წყურვილის მოსაკლავად,+ ეუბნებოდი, რომ შესულიყვნენ+ და დაემკვიდრებინათ მიწა, რომლის მიცემაც აღმართული ხელით გქონდა დაფიცებული.+