2ესენი იყვნენ იმ სამთავროს ძეები,+ რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ ბაბილონში გადასახლებული,+ დატყვევებული ხალხიდან გამოვიდნენ+ და მოგვიანებით იერუსალიმსა და იუდაში,+ თავ-თავიანთ ქალაქებში დაბრუნდნენ;+
18 აი რას ამბობს იეჰოვა: „აი, ვაგროვებ იაკობის კარვებიდან დატყვევებულებს,+ შევიბრალებ მის კარვებს. თავის გორაკზე აშენდება ქალაქი+ და თავის ადგილზე იდგება საცხოვრებელი კოშკი.+
23 აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „კიდევ იტყვიან ამ სიტყვას იუდას მიწაზე და მის ქალაქებში, როცა შევკრებ მათ ტყვეებს: იეჰოვამ გაკურთხოსო,+ სიმართლის სამკვიდროვ,+ წმინდა მთაო!+
25 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ახლა დავაბრუნებ იაკობის ტყვეებს+ და შევიწყალებ ისრაელის მთელ სახლს;+ განსაკუთრებულ ერთგულებას გამოვავლენ ჩემი წმინდა სახელისადმი.+