5 ახაბმა ობადიას უთხრა: „მოიარე მთელი ქვეყანა, წყაროები და ხევები, იქნებ ნახო სადმე ბალახი,+ რომ გადამირჩეს ცხენები და ჯორები და აღარ ამომიწყდეს პირუტყვი“.+
3 მათი დიდებულები წყალზე გზავნიან მსახურებს.+ მიდიან ისინი წყალსატევებთან, მაგრამ წყალს ვერ პოულობენ,+ ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან. შერცხვენილნი+ და იმედგაცრუებულნი არიან, თავებს იფარავენ.+
7 „მკამდე სამი თვით ადრე შეგიკავეთ კოკისპირული წვიმა,+ ერთ ქალაქს ვაწვიმე, მეორეს კი არა; მიწის ერთ ნაკვეთს აწვიმდა, მიწის ის ნაკვეთი კი, რომელსაც არ ვაწვიმებდი, გახრიოკდა.+