საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გამოსვლა 7:20
    ბიბლია
    • 20 მოსემ და აარონმა მაშინვე ზუსტად ისე გააკეთეს,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები.+ ასწია მან ჯოხი, ფარაონისა და მისი მსახურების+ თვალწინ დაჰკრა მდინარე ნილოსს და მთელი წყალი სისხლად გადაიქცა.+

  • გამოსვლა 8:6
    ბიბლია
    • 6 აარონმაც გაიწოდა ხელი ეგვიპტის წყლებისკენ; ამოვიდნენ ბაყაყები და მოედვნენ ეგვიპტის მიწას.

  • გამოსვლა 8:17
    ბიბლია
    • 17 მათაც ასე გააკეთეს. გაიწოდა აარონმა ჯოხი, ხელში რომ ეჭირა, დაჰკრა მიწის მტვერს და ქინქლა დაესია კაცსაც და ცხოველსაც. მთელი ეგვიპტის მიწის მტვერი ქინქლად გადაიქცა.+

  • გამოსვლა 9:6
    ბიბლია
    • 6 მეორე დღეს ასეც გააკეთა იეჰოვამ; გაწყდა მთელი საქონელი ეგვიპტეში,+ მაგრამ ისრაელის ძეების საქონლიდან ერთიც არ მომკვდარა.

  • გამოსვლა 9:10
    ბიბლია
    • 10 მათაც აიღეს ჭვარტლი ღუმლიდან და დადგნენ ფარაონის წინაშე; ცისკენ ააფრქვია ის მოსემ და მუწუკები და ბებერები+ გამოაყარა კაცსაც და ცხოველსაც.

  • გამოსვლა 9:23
    ბიბლია
    • 23 მოსემაც აღაპყრო ცისკენ ჯოხი და მოავლინა იეჰოვამ გრგვინვა და სეტყვა,+ და ცეცხლი ჩამოდიოდა მიწაზე; სეტყვავდა იეჰოვა ეგვიპტის მიწას.

  • გამოსვლა 10:12
    ბიბლია
    • 12 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „გაიწოდე+ ხელი ეგვიპტის მიწისკენ კალიების მოსავლენად, რომ შეესიონ ეგვიპტის მიწას და გადაჭამონ იქ მთელი მცენარეულობა და ყველაფერი, რაც სეტყვას გადაურჩა“.+

  • გამოსვლა 10:21
    ბიბლია
    • 21 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ცისკენ აღაპყარი ხელი,+ რომ სიბნელე ჩამოწვეს ეგვიპტის მიწაზე, უკუნი სიბნელე“.

  • კანონი 4:34
    ბიბლია
    • 34 თუ გამოუყვანია ღმერთს თავისთვის სხვა ხალხი რომელიმე ხალხიდან განსაცდელებით,+ ნიშნებით,+ სასწაულებით,+ ომით,+ ძლიერი ხელით,+ გაწვდილი მკლავითა+ და შიშის ზარით,+ რაც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გააკეთა ეგვიპტეში თქვენთვის თქვენ თვალწინ?!

  • ნეემია 9:10
    ბიბლია
    • 10 ნიშნები და სასწაულები მოახდინე ფარაონის, მისი მსახურებისა და მისი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ,+ რადგან იცოდი, რომ კადნიერად+ ექცეოდნენ მათ; და სახელი გაითქვი,+ როგორც დღეს.

  • ფსალმუნი 105:27
    ბიბლია
    • 27 მათ აჩვენეს ხალხს მისი ნიშნები+

      და სასწაულები ქამის ქვეყანაში.+

  • საქმეები 7:36
    ბიბლია
    • 36 ამ კაცმა გამოიყვანა ისინი.+ ორმოცი წელი საკვირველებებსა და ნიშნებს ახდენდა ეგვიპტეში,+ წითელ ზღვასთან+ და უდაბნოში.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება