საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • 1 სამუელი 16:7
    ბიბლია
    • 7 იეჰოვამ სამუელს უთხრა: „ნუ უყურებ მის გარეგნობასა და სიმაღლეს,+ რადგან უარვყავი იგი. ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი,+ რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს,+ იეჰოვა კი გულს+ ხედავს“.

  • 1 მეფეები 8:39
    ბიბლია
    • 39 ისმინე შენი მტკიცე ზეციური+ სამყოფლიდან,+ აპატიე+ და თითოეულს თავისი გზისამებრ მიაგე,+ რადგან შენ იცი მათი გული+ (მხოლოდ შენ იცი კარგად ადამიანის ძეების გული),+

  • 1 მატიანე 28:9
    ბიბლია
    • 9 შენ კი, ჩემო შვილო, სოლომონ, იცნობდე+ მამაშენის ღმერთს და მთელი გულითა+ და ხალისიანი სულით+ ემსახურე+ მას, რადგან იეჰოვა გულებს იკვლევს+ და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას.+ თუ ძებნას დაუწყებ მას, თავს გაპოვნინებს,+ მაგრამ თუ მიატოვებ,+ ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.+

  • ფსალმუნი 17:3
    ბიბლია
    •  3 შენ იკვლევ ჩემს გულს და მამოწმებ ღამით,+

      შენ მწმენდ. დაინახავ, რომ ცუდი არაფერი განმიზრახავს.+

      არ შესცოდავენ ჩემი ბაგეები.+

  • ფსალმუნი 44:21
    ბიბლია
    • 21 განა ღმერთი არ გამოიძიებს ამას?!+

      მან იცის გულის საიდუმლოებები.+

  • ფსალმუნი 139:23
    ბიბლია
    • 23 გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული.+

      შემამოწმე და გაიგე ჩემი მშფოთვარე ფიქრები;+

  • იერემია 12:3
    ბიბლია
    • 3 იეჰოვა, შენ კარგად მიცნობ,+ შენ მხედავ, ამოწმებ ჩემს გულს, შენთან არის თუ არა.+ გამოაცალკევე ისინი დასაკლავი ცხვარივით+ და დაკვლის დღისთვის გამოარჩიე.

  • იერემია 20:12
    ბიბლია
    • 12 შენ კი, ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, ამოწმებ მართლებს;+ შენ ხედავ თირკმელებსა და გულს.+ ნეტავ ვნახავდე, როგორ იძიებ შურს მათზე,+ რადგან შენ განდობ ჩემს სასამართლო საქმეს!+

  • ებრაელები 4:13
    ბიბლია
    • 13 არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისგან,+ არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ.+

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება