7 იეჰოვამ სამუელს უთხრა: „ნუ უყურებ მის გარეგნობასა და სიმაღლეს,+ რადგან უარვყავი იგი. ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი,+ რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს,+ იეჰოვა კი გულს+ ხედავს“.
12 თუ იტყვი: უი, ეს არ ვიცოდითო;+ განა ვერ დაინახავს ამას გულების შემფასებელი?!+ განა არ ეცოდინება შენი სულის გამომკვლეველს?!+ განა არ მიუზღავს ის ადამიანს თავისი საქმეებისამებრ?!+
15 იესომ უთხრა მათ: «თქვენ თქვენი თავი მართლებად მოგაქვთ ადამიანთა წინაშე,+ მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გულები,+ რადგან, რაც ადამიანის თვალში ამაღლებულია, ღვთის თვალში ის სისაძაგლეა.+